გაკვეთილის მთავარი თემა
|
უჯრედის სტრუქტურები-ცხოველური უჯრედი
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საშუალო საფეხური/ X-კლასი
|
საგანი/პედაგოგი
|
ბიოლოგია/მედეა ობოლაძე-ცაგარეიშვილი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
23 მოსწავლე/განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ
არის.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
1. ეუკარიოტული უჯრედის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტების გაცნობა,
2. ჯგუფში მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება.
3. რთული ტექსტის დამოუკიდებლად გააზრების და იქიდან საჭირო ინფორმაციის
ამოკრეფის ჩვევის განვითარება,
4. ჯგუფური ნამუშევრის ეფექტურად წარმოდგენის უნარის განვითარება.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
ბუნ.X.1.მოსწავლე
აკავშირებს უჯრედის სტრუქტურას მის ფუნქციასთან.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
ილუსტრაციაზე
ამოიცნობს ძირითად სტრუქტურულ კომპონენტებს და ასახელებს მათ ფუნქციას.
|
წინარე ცოდნა
|
Ø მოსწავლეებმა
იციან უჯრედის ძირითადი სტრუქტურული ერთეული;
Ø შეუძლიათ
რამდენიმეს ამოცნობა თვალსაჩინოებაზე;
Ø შეუძლიათ
განასხვავონ ცხოველური და მცენარეული უჯრედი.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი:
|
სასწავლო მასალა: ტაბულა, სახელმძღვანელო, რვეული ფერადი ფანქრები ფლომასტერი
თაბახის ფურცელი.
ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი
www.gogle.com.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მისალმება
კლასის ორგანიზება-2 წთ.
გაკვეთილის A-ფაზა
გამოწვევა
აქტივობა 1 – წინარე ცოდნის
გააქტიურება _ 3 წთ.
წინა გაკვეთილის საშინაო დავალების გამოკითხვა და შეფასება.
აქტივობა 2 _ კითხვა-პასუხი_ 3 წთ.
ახალ მასალაზე გადასასვლელდ მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს.
ü გაიხსენეთ, როდის გამოიგონეს
მიკროსკოპი?
ü რამდენჯერ
ადიდებს გამოსახულებას?
ü შესაძლებელია თუ არა მისი
მეშვეობით უჯრედის ისეთი სტრუქტურების შესწავლა, რომლებიც ჩანს სინათლის მიკროსკოპით
დაკვირვებისას?
მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ, ვთხოვ ბავშვებს, შესაბამისად
განლაგდნენ და მოემზადონ ჯგუფური სამუშაოს შესასრულებლად. (მიიღებენ ინსტრუქტაჟს)
ცოდნის კონსტრუირება B- ფაზა
აქტივობა 3 _ ჯგუფური სამუშაო- 17 წთ.
თითოეულ ჯგუფს ეძლევა მცირე ზომის ფორმატის ქაღალდი ან თაბახის ფურცელი
ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები, მოსწავლეებს ვთავაზობ გადაიხატონ ფურცელზე სახელმძღვანელოდან
ცხოველური უჯრედის სქემა, ყურადღებით გაეცნონ ცხრილში მოცემულ ინფორმაციას, თუ საჭიროა
დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები, რომლებიც მათ წაკითხულის გააზრებაში დაეხმარებათ.
მოსწავლეები ცხრილის მეშვეობით ეცნობიან უჯრედის ორგანოიდებს და მათ ფუნქციებს,.
ისინი მსჯელობის შედეგად აყალიბებენ აზრს და ასრულებენ სახელმძღვანელოში მოცემულ
ორ დავალებას: აკეთებენ სქემაზე შესაბამის წარწერებს და აკავშირებენ ისრებით უჯრედის
ორგანოიდებს მათ შესაბამის ფუნქციებს.
გაკვეთილის C-ფაზა
რეფლექსია
აქტივობა 4 – ჯგუფების პრეზენტაცია _ 10 წთ.
დაფასთან ნამუშევრის წარმოსადგენად თითოეული ჯგუფიდან გამოდის 1 მოსწავლე,
ნამუშევრები განლაგდება დაფაზე (მაგნიტის საშუალებით) მოსწავლეები ახსნიან და დაასაბუთებენ რატომ გააკეთეს წარწერები ასეთი
თანმიმდევრობით, სხვა ჯგუფის მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევარს მეორე დავალებასთან
დაკავშირებით. სამუშაოს შედეგების საფუძველზე ვახდენ მოსწავლეების შეფასებას
ორი კომპონენტის (პრეზენტაცია და ჯგუფური მუშაობის პროცესში ჩართულობა)
მიხედვით.
აქტივობა - 5 _ კითხვა-პასუხი_ 5 წთ.
მოსწავლეებს ვთხოვ გასცენ პასუხი
გაკვეთილის ბოლოს დასმულ კითხვებს.
აქტივობა 6 _ შეფასება _ 2 წთ.
სწორი (კარგი) პასუხის შემთხვევაში შეიძლება შევაფასო მოსწავლე ან მოვუმატო
უკვე მიღებული ქულა ჩართულობის კომპონენტში.
ამის შემდეგ ვთავაზობ მოსწავლეებს შეაჯამონ გაკვეთილი და დაფაზე დაწერონ
ახალი სიტყვები და ტერმინები.
აქტივობა 7_ 3 წთ
საშინაო დავალება: მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალებას.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment